საქართველოს პირველი არხი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სემინარს მასპინძლობს [ფოტო]
საქართველოს პირველი არხი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სემინარს მასპინძლობს [ფოტო]

საქართველოს პირველი არხი მესამე დღეა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის სემინარს მასპინძლობს. არხის თანამშრომლებს საკუთარ გამოცდილებას ნილ ჰენსონი უზიარებს.

ნილ ჰენსონი საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის პროგრამით ჩამოვიდა. ის მრავალი წელია, შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში პროექტ „მისია: გამოძიების“ მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებს.

„მისია გამოძიება“ წელიწადში 39 გადაცემას ამზადებს და ევროპაში საგამოძიები ჟურნალისტიკის მიმართულებით წამყვან პროექტად ითვლება. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, არის „ემის“ ნომინანტი.

ნილ ჰენსონი ტრენინგის პარალელურად, დღეს საქართველოს პირველი არხის შენობასაც ესტუმრა და ტელევიზიის მუშაობის სტრუქტურასაც გაეცნო.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვორქშოპებზე არასოდეს შევხვედრივარ ასეთი ენთუზიაზმით აღსავსე ჟურნალისტებს, რომლებიც ამდენ შეკითხვას სვამენ. ეს ძალიან კარგი სიგნალია – აქ არის სურვილი, ამბიცია და კომპეტენცია. ის, რაც მინდოდა აქ ჩამომეტანა, არის სტრუქტურა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომები და რისკები. საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მთავარი ყოველთვის საზოგადოების ნდობაა, რომელიც გამჭვირვალობას მოაქვს“, – განაცხადა ნილ ჰენსონმა საქართველოს პირველ არხთან.