საქართველოს პირველი არხი, როგორც კონსტრუქციული და მიუკერძოებელი მედია, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროცესის მონაწილეებს სთავაზობს ნებისმიერ შესაძლო ფორმატს დისკუსიისთვის
საქართველოს პირველი არხი, როგორც კონსტრუქციული და მიუკერძოებელი მედია, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროცესის მონაწილეებს სთავაზობს ნებისმიერ შესაძლო ფორმატს დისკუსიისთვის

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 172-ე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოს პირველი არხი მუდმივად აშუქებს განვითარებულ მოვლენებს და ხსენებული საკითხის განხილვას არაერთი ეთერი დაეთმო.

ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და საჯარო დისკუსიის აუცილებლობიდან გამომდინარე, მხარეებს შევთავაზოთ ღია პლატფორმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

საქართველოს პირველი არხი, როგორც კონსტრუქციული და მიუკერძოებელი მედია, პროცესის მონაწილეებს დისკუსიისთვის ნებისმიერ შესაძლო მედიაფორმატს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზება მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის ხელშეწყობას, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების ამომწურავად ინფორმირებას.

ამასთან ერთად, მხარეთა თანხმობით, მზად ვართ, უზრუნველვყოთ მხარეებს შორის ნებისმიერი შეხვედრისა თუ კომუნიკაციის სრული გაშუქება. სადისკუსიო ფორმატის განსახილველად, მზად ვართ მხარეებთან კომუნიკაციისთვის.