საქართველოს პირველი არხი გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს პირველი არხი გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს პირველი არხი ყველა პლატფორმაზე გაშუქებული თემების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც შიდა მონიტორინგის მონაცემებს ეყრდნობა.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა პრიორიტეტული თემის გაშუქების სიხშირე მზარდი იყო. განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით სოციალური პრობლემების, მოქალაქეების პრობლემების, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საერთაშორისო პოლიტიკის გაშუქებისთვის დათმობილი დრო.

 

ასევე ზრდა იყო ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის თემების გაშუქებასთან მიმართებაში.

 

გაიზარდა ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი პროდუქციისთვის დათმობილი დრო.

მოიმატა თემების გაშუქებამ ქალების სპორტში ჩართულობის მიმართულებით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მედია, 2019 წლიდან ფლობს შიდა მონიტორინგის სისტემას, რისთვისაც დაიწერა სპეციალური პროგრამა და მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით, მომზადდა მონიტორთა ჯგუფი. ყველა პლატფორმაზე გაშუქებული ინფორმაცია მონიტორინგის პროგრამაში სისტემატიზებულია 13 ძირითად და 132 ქვემიმართულებად, რომელიც მუდმივად განახლებადია.

მონიტორინგის პროგრამით ასევე იზომება გაშუქებული სუბიექტები. მონაცემთა დამუშავება ხდება როგორც მათი სქესის, ასევე წარმომადგენლობის მიხედვით. პროგრამის შესახებ ვრცლად.