საქართველოს პირველი არხი დღეს ახალი მულტიმედიური პროექტის - „საქართველო 360“ პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პირველი არხი დღეს ახალი მულტიმედიური პროექტის - „საქართველო 360“ პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პირველი არხი დღეს ახალი მულტიმედიური პროექტის – „საქართველო 360“ პრეზენტაციას გამართავს.

პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კუთხეებში. შეუძლიათ, დაათვალიერონ საქართველოს ის ადგილები, რომლებიც აქამდე არ ჰქონდათ ნანახი.

პროექტის მიზანია საქართველოს წარმოჩენა, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია.

ამ ეტაპზე გადაღებულია 4 000-მდე 360 მაღალი გარჩევადობის ფოტო. გადაღებები რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს და საიტი მუდმივად განახლდება.

პროექტის იდეის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე, ხოლო ფოტოები ეკუთვნის ირაკლი გედენიძეს.

დატოვე კომენტარი