საქართველოს პირველი არხი და მისი სპორტული კორესპონდენტი ევროპის მაუწყებელთა კავშირის საიმიჯო ვიდეორგოლში [ვიდეო]

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ მომზადებულ საიმიჯო ვიდეორგოლში საქართველოს პირველი არხის სპორტული კორესპონდენტი ხატია ალადაშვილია.

ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ქალთა შორის „ფიფას“ (FIFA) მსოფლიო თასს მიუძღვნა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკამპანია ეძღვნება ქალების ჩართულობას სპორტში, ფოკუსირებულია მათ წარმოჩენასა და ხილვადობის გაზრდაზე, ასევე მედიის როლზე ამ საკითხის მხარდაჭერაში და ქალი სპორტული კომენტატორებისა და ჟურნალისტების პოპულარიზაციაზე.

დატოვე კომენტარი