საქართველოს პირველი არხი 2021 წლის შეჯამებას აქვეყნებს
საქართველოს პირველი არხი 2021 წლის შეჯამებას აქვეყნებს

საქართველოს პირველი არხი 2021 წლის შეჯამებას აქვეყნებს.

წინა წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის 70 პროცენტი ორიგინალური ქართული პროდუქტისგან შედგებოდა. ქართულ ენაზე 7 000 საათამდე კონტენტი შეიქმნა, ხოლო რვა მილიონი ლარი გარე წარმოების პროდუქტებზე დაიხარჯა.

კონცეფცია „პირველი არხი ყველასთვის“ მრავალფეროვანი პროდუქტების ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობას მოიაზრებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ამოცანები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ვემსახუროთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით; ვქმნიდეთ საუკეთესო პროდუქტს ეროვნული ღირებულებების დაცვით, საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანისა და ფასეულის წარმოჩენით;

„2021 წელი გამოწვევებით იყო სავსე. ახალი რეალობის – გეოგრაფიული საზღვრების დახურვისა და შეზღუდვების მიუხედავად შევძელით, შეგვექმნა გადაცემები და პროდუქტები საზოგადოების ყველა წევრისთვის, თითოეულ მოქალაქეს ჩვენთან ეპოვა მისთვის მნიშვნელოვანი ამბავი, ვყოფილიყავით იქ, სადაც საქართველოა. 2021 წელს კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი პირველ არხთან გააფორმა. ასევე, ამაყი ვარ, რომ პარალიმპიური თამაშები პირველად საქართველოში სწორედ პირველმა არხმა შესთავაზა აუდიტორიას. 1.5 მილიონი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში კი სწორედ პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ გადაცემის პლატფორმაზე განხორციელდა, რაც პოსტპანდემიურ გარემოში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ბევრი ადამიანის დასაქმებასა და კარიერულ ზრდას გულისხმობს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ახალი სამაუწყებლო სეზონი საქართველოს პირველ არხზე 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება და აუდიტორიას განახლებულ ეთერს შესთავაზებს.