საქართველოს პირველ არხზე მორიგი საარჩევნო დებატები დღეს გაიმართება
საქართველოს პირველ არხზე მორიგი საარჩევნო დებატები დღეს გაიმართება

საქართველოს პირველ არხზე მორიგი საარჩევნო დებატები დღეს, 22:40 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ „საარჩევნო ბლოკ გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ მამუკა მდინარაძე.

წილისყრის შედეგების თანახმად, დღევანდელ დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო ოთხ კვალიფიციურ სუბიექტს, თუმცა „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის“ ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველმა არხმა კვალიფიციური და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის წილისყრა 28 სექტემბერს გამართა, რომლის მიხედვითაც „დებატები 2020-ის“ მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა განისაზღვრა, ხოლო დებატებში პარტიის წარმომადგენლის შერჩევა თავად პარტიის პრეროგატივას წარმოადგენს.