საქართველოს პირველ არხზე „მასტერშეფი“ იწყება [ვიდეო]
კიდევ ერთი ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე. გადაცემა განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააინტერესებთ, რომლებიც კულინარიით არიან გატაცებული.

11 მაისიდან მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შოუ „მასტერშეფ ჯორჯია“ იწყება. პროექტი კულინარიით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი რეცეპტები მაყურებლებს გაუზიაროს, კულინარიულ შეჯიბრში ჩაერთოს და ქვეყნის პირველი მზარეულის წოდებისთვის იბრძოლოს. მათ მიერ მომზადებულ კერძებს გამოცდილი შეფმზარეულები შეამოწმებენ.

„მასტერშეფს“ „ნოვა-ფროდაქშენს“ მოამზადებს. ეს არის გუნდი, რომელიც 90-იანი წლებიდან არაერთი წარმატებული ქართული მეგაშოუს ავტორია.

გადაცემის ფორმატს და პრინციპს მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს.