საქართველოს პირველ არხზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ტრანსლაციას ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან
საქართველოს პირველ არხზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ტრანსლაციას ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან

საქართველოს პირველ არხზე ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ტრანსლაციას გადაცემა „ახალი დღის“ წამყვანები – ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან.

გაგა აბაშიძე ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრია, რომელიც საქართველოს სახელით 2018 წლის ევროვიზიაზე წარდგა.

ელენე კალანდაძე თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზიის 2017 წლის სიმღერის კონკურსის მთავარი წამყვანი იყო.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს თელ ავივი მასპინძლობს. სამდღიან მუსიკალურ ფესტივალში 41 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს ევროფესტივალზე ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათიდან დაიწყება.