საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება
საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება

პირველი სატელევიზიო დებატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა – დებატები“.

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გიორგი ამილახვარი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი დებატებს გამართავენ.

საქართველოს პირველმა არხმა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო და კონსტრუქციული დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი იანვარში შესთავაზა.