საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება
საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება

პირველი სატელევიზიო დებატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთის პირისპირ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა – დებატები“.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების საპარლამენტო მანდატები ჯერ ისევ ძალაშია – გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესვლის შანსს; რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გარეთ; რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვან მუშაობას და როგორ იგებენ პოლიტიკოსები უცხოელი პარტნიორების ღია მოწოდებებს.

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ზარქუა, პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა ობოლაძე, პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ პაატა მანჯგალაძე დებატებს გამართავენ.

საქართველოს პირველმა არხმა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო და კონსტრუქციული დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი იანვარში შესთავაზა.