საქართველოს პირველ არხთან აქცია იმართება
საქართველოს პირველ არხთან აქცია იმართება

საქართველოს პირველ არხთან აქცია იმართება.

პირველი არხის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის არიან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებიც. მათ შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც, მას შემდეგ, რაც გადაცემაში „დღის თემა“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ მაკა ვასაძესთან ერთად, სტუმრად იყო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილიც.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ლექტორი გადაცემაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები სტუდენტებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.

საქართველოს პირველი არხი მზად არის, სტუდენტებს ეთერი დაუთმოს.