საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეების ჯგუფი აქციას მართავს [ფოტო]

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეების ჯგუფი აქციას მართავს.

ისინი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს აპროტესტებენ.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეაშინოს სამოქალაქო საზოგადოება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დათო ჩხობაძემ განაცხადა, კარვების აკრძალვით სამოქალაქო პროტესტს ვერ შეაჩერებენ.

„მათ ჰგონიათ, რომ კარვის აკრძალვით ისინი შეაჩერებენ პროტესტს. თუ საჭირო იქნება, „ქართული ოცნება“ მიიღებს კარავსაც და ძალიან დიდ პროტესტს ამ რეჟიმის დასამარცხებლად. მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, რომ დროულად შეცვალონ რუსული ოცნება“, – განაცხადა დათო ჩხობაძემ.