საქართველოს პარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს 
საქართველოს პარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებების დემოკრატიისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების სხდომას მართავს.

ამ მიზნით საქართველოში იმყოფებიან ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები. პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ უსაფრთხოების გამოწვევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერებაა მათ დარეგულირებაში.

ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი განიხილავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას ენერგეტიკული ეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის სფეროში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების(საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი მსჯელობს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ​ ეკონომიკური კომიტეტი განიხილავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სოციალური კომიტეტი კი იმსჯელებს დასაქმებულთა სოციალური დაცვის თემატიკაზე და ტუბერკულოზთან ბროლია მეთოდებზე.