საქართველოს პარლამენტთან ბელარუსის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტთან ბელარუსის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა პარლამენტის წინ  აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ბელარუსის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მოითხოვეს, საქართველოს მთავრობამ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს.

აქციას მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

„დღეს ჩვენ სოლიდარობის გამოსახატად შევიკრიბეთ. იმ ადამიანების გვერდით ვართ, ვინც ბელარუსში იბრძვის, მხარს ვუჭერთ ჩვენს ოჯახებსა და მეგობრებს. ამ აქციაში ჩვენ გვერდით არიან ქართველები, უკრაინელები, რუსები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ჩვენ გვინდა, საქართველოს მთავრობას ვთხოვოთ, არ აღიაროს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები, რადგან ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. სამწუხაროდ, საქართველოს ტელევიზია არ აშუქებს იმას, რაც სინამდვილეში იყო. პროპაგანდის ნიშნებს ვხედავთ. გვინდა ყველამ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში და ასე მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბელარუსის მოქალაქემ, ირინა მასალსკაიამ.

 

დატოვე კომენტარი