საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს ხვდებიან
საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს ხვდებიან. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი გარემოსდაცვით საკითხებზე.

„ძალან მნიშვნელოვანი შეხვედრა არის ბუნდესტაგის წევრებთან. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით საკომიტეტო დონეზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბრო გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, რადგან გერმანიის მთავრობა ისედაც დიდ დახმარებას უწევს ჩვენს კომიტეტს. აქ მყოფი მათი წარმომადგენლების მეშვეობით და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის მწვანე ეკონომიკა, რომელიც ძალიან პრიორიტეტული ხდება ჩვენი ქვეყნისათვის. ამ მხრივ გერმანიას ძალიან საინტერესო მიღწევები აქვს და მათი პოზიციების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.