საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მიღება გაიმართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში, ამერიკის კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კონგრესის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრებოდა, ასევე იმყოფებოდნენ კოლეგა კონგრესმენები და მათი ასზე მეტი თანამშრომელი.

ღონისძიებას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი მასპინძლობდა. მიღებას ესწრებოდნენ ასევე დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი დონალდ იანგი. სტუმრები საქართველოს უძველეს კულტურას გაეცნენ და ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

დატოვე კომენტარი