საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან, ვერონიკ დოკენდორფთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, რუსული ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.