საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

15:00, 28.11.2024

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან გაუქმებულია“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.

 

მსგავსი