საქართველოს პარლამენტი – რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ამ დროისთვის

პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ 48.22 პროცენტი აქვს, რაც 61 მანდატს ნიშნავს. ამას ემატება 13 მაჟორიტარული მანდატი. შედეგად, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ 74 მანდატი აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მიღებული პროცენტებისა და გადაუნაწილებელი მანდატების დამატების შედეგად, „ერთიან ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ 27.18 პროცენტი აქვს მიღებული, რაც პარლამენტში 35 ადგილს უდრის.

„​ბაქრაძე-უგულავა-ბოკერია – ევროპული საქართველოს“ 3.79 პროცენტი აქვს, რაც ნიშნავს ხუთ დეპუტატს საკანონდებლო ორგანოში.

საარჩევნო ბლოკს „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“  3.15  პროცენტი აქვს, რაც ოთხ მანდატს უდრის. ამდენივე მანდატი ეკუთვნის „ლელოს“, რომელმაც 3.15 პროცენტი მიიღო. ასევე ოთხი დეპუტატი ეყოლება პარტიას „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პარტიას 3.14 პროცენტი აქვს.

ოთხი მანდატი აქვს „გირჩსაც“, რომელმაც 2.89 პროცენტი მიიღო.

პარტიას „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1.33 პროცენტი აქვს. ეს ნიშნავს ორ ადგილს პარლამენტში. „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ერთი პროცენტი აქვს, რაც ერთ მანდატს უდრის.