საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმას წარადგენს
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმას წარადგენს

საქართველოს პარლამენტი დღეს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრავს.

სასტუმრო „თბილისი ქორთიარდში“ დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გახსნიან.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

სამოქმედო გეგმის წარდგენა სასტუმრო „თბილისი ქორთიარდში“ 14:30 საათზე დაიწყება.