საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც შედგებოდა ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისებისა და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.

„ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო ულოცავს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანოტარო სერვისების განვითარებაში. დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება საშუალებას აძლევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგპროგრამების განხორციელებას“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.