საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება
საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება

საქართველოს ნოჩბოსანთა ნაკრებმა ბაზალეთის ტბაზე დაასრულა წინა საშეჯიბრო შეკრება.

15 სექტემბერს ნაკრების ორი ნიჩბოსანი: ლიდია სულაბერიძე – (C1 ქალები 17) და ალექსანდრე წივწივაძე (C1 ვაჟები 16) გაემგზავრებიან უნგრეთის ქალაქ სეგედში, სადაც 17-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ICF-ის (კანოეს საერთაშორისო ფედერაცია) მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი “ოლიმპიურ იმედები”.

19 სექტემბერს მათ დაემატება დანარჩენი შემადგენლობა და 25-დან 27-ს ჩათვლით საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები სრული ასაკობრივი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე.

ნაკრების შემადგენლობა: ალექსანდრე წივწივაძე, ლიდია სულაბერიძე, მარიამ ქერდიკაშვილი, მურმან მალანია, ზაზა ნადირაძე, ბადრი ყაველაშვილი.

დატოვე კომენტარი