საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი ეწვევა

22:10, 17.09.2018

პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა. როუზ გოტემოლერის ვიზიტი 21 სექტემბერს შედგება.

დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როუზ გოტემოლერი საქართველოში პირველად 2017 წლის მაისში იმყოფებოდა.

როუზ გოტემოლერი თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა და ალექსანდრ ვერშბოუ შეცვალა. 5 სექტემბერს როუზ გოტემოლერს ბრიუსელში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდნენ.

მსგავსი