საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი ეწვევა
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როუზ გოტემოლერი შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან დაიწყებს. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდება.

მოგვიანებით, როუზ გოტემოლერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანთან ერთად, თავდაცვის აღმშენებლობის ინსტიტუტს ეწვევა. დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როუზ გოტემოლერის საჯარო ლექცია.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა.

როუზ გოტემოლერი საქართველოში პირველად 2017 წლის მაისში იმყოფებოდა.

როუზ გოტემოლერი თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა და ალექსანდრ ვერშბოუ შეცვალა. 5 სექტემბერს როუზ გოტემოლერს ბრიუსელში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდნენ.