საქართველოს ნაკრებთან ერთად პლეი ოფი უკრაინამ და პოლონეთმა მოიგეს - ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთად პლეი ოფი უკრაინამ და პოლონეთმა მოიგეს - ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ოცდაოთხივე მონაწილე ცნობილია. საქართველოს ნაკრებთან ერთად სგზური უკრაინამ და პოლონეთმა მოიპოვეს.

უკრაინელებმა ისლანდიას 2:1 მოუგეს, ხოლო პოლონეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 0:0) 5:4 უელსს სძლია.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია.

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია.

C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი.

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პოლონეთი.

F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა.

F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, საქართველო.