საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ტრავმირებულია - „ჯვაროსნებს“ ტაბიძეც გამოაკლდათ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ტრავმირებულია - „ჯვაროსნებს“ ტაბიძეც გამოაკლდათ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრებს, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

ეს შეხვედრამდე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე მოხდა, რომელიც 27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა. 24 წლის ცენტრალური მცველი ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, COVID-19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

დატოვე კომენტარი