საქართველოს ნაკრებს სომხეთთან ქვილითაია და დაუშვილი არ ეყოლება
საქართველოს ნაკრებს სომხეთთან ქვილითაია და დაუშვილი არ ეყოლება

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში „დინამო-არენაზე“ სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფა-ს ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ.

14 ნოემბერს 14:00 საათზე ვლადიმირ ვაისის სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) პრესკონფერნეციას გამართავს. 17:00 საათზე კი საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 14 ნოემბერს ისევ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს. 18:15 საათზე უკვე სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“ შედგება, ხოლო 19:00 საათზე სომხეთის ნაკრები ჩვენს მთავარ არენაზე ივარჯიშებს. ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს საწყისი 15 წუთი მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. უეფა-ს რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 – დინამო არენა

საქართველო – სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 – დინამო არენა

საქართველო – ესტონეთი