საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდა - გუნდმა შვედეთამდე ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდა - გუნდმა შვედეთამდე ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT

გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შეკრიბა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდი პირველ ოფიციალურ მატჩს სტუმრად გამართავს A ჯგუფის მთავარ ფავორიტ შვედეთის ნაკრებთან, რომელმაც პირველი მატჩი გასვლაზე სლოვაკეთთან უკვე ჩაატარა და 1:0 მოიგო.

საქართველოს ქალთა ნაკრები მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს ტექნიკურ ბაზაზე გადის. 17 სექტემბერს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. გუნდი წლის პირველი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად შვედეთში 20 სექტემბერს გაემგზავრება. შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა გეტებორგში 21 სექტემბერს, 20:30 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, „ლანჩხუთის“ ნახევარმცველი თეონა ბაქრაძე დააკლდა და მატჩისთვის გუნდი 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო).

მცველები: ანა ძაძუა, ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი (სამივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), მაია ბებია, ანი აკობიძე (ორივე – ნიკე, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია).

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია, სოფიკო ნარსია (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო),

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო).

თავდაპირველი კალენდრით, ჩვენს გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან უნდა ეთამაშა. მაგრამკოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.