საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა

14:32, 17.09.2020

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ერთა ლიგაზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ორი ადგილი მოიგო და ახლა, 1274 ქულით 89-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდზე ორი საფეხურით მაღლაა 8 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფში საქართველოს მეტოქე ბელარუსი.

შეგასხენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ორ ტურში ესტონეთს 1:0 მოუგო და მაკედონიასთან ფრედ (1:1) ითამაშა.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, იქ მთავარი ცვლილებაა პორტუგალიის ნაკრების პირველ ხუთეულში შესვლა:

1(1). ბელგია – 1773

2(2). საფრანგეთი – 1744

3(3). ბრაზილია – 1712

4.(4) ინგლისი – 1664

5(7). პორტუგალია – 1653

6(5). ურუგვაი – 1645

7(8). ესპანეთი – 1642

8(6). ხორვატია – 1628

9(9). არგენტინა – 1623

10(10). კოლუმბია – 1622

მსგავსი