საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის გზაზე პირველი მატჩი გამართა - 88:89 მარცხი უნგრეთში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს ეწვია და ანგილობრივ ნაკრებთან მინიმალურ სხვაობით დამარცხდა – 88:89.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინაც აღნიშნა, რომ უნგრეთში მისი მთავარი ამოცანა არა გამარჯვება, არამედ ტაქტიკაზე მუშაობა და დაცვაში სწორი აქცენეტბი იქნებოდა. თუმცა ბოლო წამებზე სიტუაცია რომ დაიძაბა მწვრთნელმა საქმეში თად მაკფადენიც ჩართო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

მატჩის სურათსა და ტაქტიკაზე ლაპარაკი ნაკლებად მიზანშეწონილია, რადგან ეს ორივე გუნდისთვის პირველი საკონტროლო მატჩი იყო საზაფხულო არდადეგების შემდეგ. შესაბამისად არც უნგრელები და არც ქართველები სათანადო ფორმაში არ არიან და ეს მატჩის ხარისხსაც დაეტყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გუნდები ფიზმომზადებაზე მუშაობენ და სროლის სიზუსტე სასურველი არ აქვთ, ორივე მხარე 90 ქულას მიუახლოვდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში დაცვა იყო – როგორც უნგრეთს, ასევე საქართველოს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო დაცვაში თამაშის დასალაგებლად. მასპინძლებს ფარქვეშ რომ არაფერი გამოუვიდათ, აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთე და ჯამში 13 სამქულიანი ჩააგდეს. თუმცა, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, ევრობასკეტამდე კიდევ დიდი დროა როგორც დაცვაზე, ასევე შეტევაზე სამუშაოდ.

„ჯვაროსნებს“ მომდევნო მატჩი 6 აგვისტოს ელით, ისევ კეჩკემეტჩი, ისევ უნგრეთის წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრა დახურულია და გულშემატკივრებს მისი ხილვის საშუალება არ ექნებათ.


საკონტროლო მატჩი. 05.08.2022

უნგრეთი-საქართველო 89:88

31-24, 16-18, 21-19, 21-27


უნგრეთი: ჰანგა 13, ვოივოდა 17, ბენკე 13, ალენი 3, კელერი 15, ვარადი 2, პერლი 7, ფერენცი 9, საბო, ელინგსფელდი 6, კარაჰოჯიჩი 4.

საქართველომაკფადენი 4, ცინცაძე 5, სანაძე 16, შენგელია 19, შერმადინი 18. ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე 10, ბურჯანაძე 9, ბოქოლიშვილი 3, ბექაური 4, ლონდარიძე 4.