საქართველოს ნაკრებმა 2017 წელი 104-ე ადგილზე დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა 2017 წელი 104-ე ადგილზე დაასრულა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლისთვის ეროვნული ნაკრებების საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა საქართველოს ნაკრებისთვის. ვლადიმირ ვაისის გუნდს ისევ 322 ქულა აქვს და კვლავ 104-ე ადგილზე იმყოფება.

ბოლო სამი წელია, ჩვენს გუნდს წინსვლა აქვს ფიფა-ს კლასიფიკაციაში. 2014 წელი საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე დაბალ პოზიციაზე – 125-ე ადგილზე დაასრულა. 2015 წლის დეკემბერში 122-ე ადგილზე იყო, 2016 წლის ბოლოს – 118-ე ადგილზე. 2017 წელს, საქართველოს ნაკრებმა 14 პოზიცია მოიგო და 2018 წელს 104-ე ადგილზე შეხვდება.

ასევე არ შეცვლილა ფიფა-ს რეიტინგის ტოპ ათეული, რომელიც ასე გამოიყურება:

1. გერმანია – 1602
2. ბრაზილია – 1483
3. პორტუგალია – 1358
4. არგენტინა – 1348
5. ბელგია – 1325
6. ესპანეთი – 1231
7. პოლონეთი – 1209
8. შვეიცარია – 1190
9. საფრანგეთი – 1183
10. ჩილე – 1162