საქართველოს ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე (ფოტო)
საქართველოს ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე (ფოტო)

“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთთან შეხვედრის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართეს. “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ფინალური მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს ყველა ჩატარებული შეხვედრა მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს. რუმინელებს 14 ქულა აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატის მოგების შანსს ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი