2019 წელს ჩინეთში გასამართი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ორი მარცხით დაიწყო.
გერმანიასთან და სერბეთთან წაგებების შემდეგ, ილიას ზუროსის გუნდი, თებერვლის ”ფანჯარაში” ორ მატჩს ჩაატარებს. 23 თებერვალს ავსტრიას სტუმრად დავუპირისპირდებით, ორ დღეში კი, საკუთარ მოედანზე, გერმანიის ნაკრებს მივიღებთ. ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში, კიდევ ორი შევხედრა გველოდება და ორივე თამაშს, თბილისში ჩავატარებთ, სერბეთთან და ავსტრიასთან.
ზაფხულისთვის „ევროლიგის“ ტურნირი დასრულებული იქნება და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც შეუერთდებიან. დიდი ალბათობით, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე, იმ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულები იქნებიან და ძირითადი ბირთვი, სრულ მზადყოფნაში შეხვდება პრინციპულ მატჩებს.
რეგლამენტის მიხედვით, მოერე საკვალიფიკიაციო ეტაპზე, ჯგუფიდან სამი გუნდი გადადის, რომლებასაც, პირველ შესარჩევ ჯგუფში მოპოვებული ქულების რაოდენობა გადაყვება.
ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ქვეჯგუფიდან, გასული სამი საუკეთესო ეროვნული გუნდი, „H“ ქვეჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებს შეუერთდება( ისრაელი საბერძნეთი დიდი ბრიტანეთი ესტონეთი) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის ივნისის ჩათვლით გაიმართება და 6 ნაკრებიდან, სამი უძლიერესი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.