საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ქართველ მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა #1TVSPORT 

13:47, 25.08.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ინიციატივითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში მასშტაბური სამწვრთნელო სემინარი ჩატარდა.

ეს გახლდათ რიგით მესამე სემინარი, რომელიც ჯიკიჩმა თბილისში ადგილობრივ მწვრთნელებს ჩაუტარა. ღონისძიების მთავარ მიზანს ქართველი მწვრთნელებისთვის თანამედროვე საკალათბურთო მეთოდოლოგიის, ტაქტიკური ტენდენციებისა და მაღალი დონის გუნდის მართვის პრინციპების გაზიარება წარმოადგენდა.

სემინარს 60-ზე მეტი ლიცენზირებული ქართველი მწვრთნელი დაესწრო. ღონისძიებას კომპლექსური ხასიათი ჰქონდა: ალექსანდრ ჯიკიჩთან ერთად მომხსენებლის ამპლუაში ეროვნული ნაკრების მთლიანი სამწვრთნელო შტაბი წარდგა — ანატოლი ბოისა, მარკო ესპოსიტო, ფილიპ მიხაილოვიჩი და ნიკოლოზ ცინცაძე.

თეორიულ განხილვებს მოჰყვა პრაქტიკული სესია უშუალოდ პარკეტზე. დამსწრე მწვრთნელებს საშუალება ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ კონკრეტული სავარჯიშო კომბინაციების შესრულებისთვის, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ კითხვებზე.

მსგავსი