საქართველოს ნაკრების მეტოქე | უკრაინამ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | უკრაინამ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მალდერას ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გასვლაზე პოლონეთთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა 2:0.

გუნდი პოლონეთის ნაკრებს ვროცლავის სტადიონზე დაუპირისპირდა და 34-ე წუთზე რომან იარემჩუკის გოლით დაწინაურდა, 44-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ანდრეი იარმოლენკომ დააფიქისრა – ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ვიქტორ ციგანკოვმა შეასრულა.

უკრაინის ნაკრები ივნისში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 7 ივნისს გამართავს – მალდერას გაწვრთნილები ამჯერად კოპენჰაგენს ესტუმრებიან და დანიას დაუპირისპირდებიან.

პოლონეთი – უკრაინა 0:2

გოლები: იარემჩუკი, 34, იარმოლენკო, 44

უკრაინა: ტრუბინი – რომანჩუკი (ბონდარი, 46), სარაპიი, მატვიენკო, მიკოლენკო – ნაზარინა (ბონდარენკო, 82), ოჩერეტკო – ციგანკოვი (სინჩუკი, 75), სუდაკოვი (შაპარენკო, 57), იარმოლენკო (ნაზარენკო, 57) იარემენკოკი.