საქართველოს ნაკრების მეტოქე - ჯონ ვან შიპმა საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე - ჯონ ვან შიპმა საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან შიპმა გამოაცხადა შემადგენლობა, რომელიც მარტის შეხვედრებისთვის მოემზადება.

ეროვნულ გუნდში 26 მოთამაშეა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთის (25 მარტს) და საქართველოს (31 მარტს) წინააღმდეგ ითამაშებენ. სალონიკში ​ჰონდურასს (28 მარტს) კი ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან.

მეკარეები: ოდისეი ვლახოდიმოსი (ბენფიკა), სტეფანოს კაპინო (ვერდერი), სოკრატის დიუდისი (პანათინაიკოსი).

მცველები: კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუგარტი), კოსტანტინოს პაპადოპულოსი (ზაგრების ლოკომოტივი), გეორგიოს ცაველისი (ფრანკფურტის აინტრახტი), მანოლის სიოპისი (ალანიასპორტი), სტრატოს სვარნასი (ათენის აეკ-ი), კოსტას ციმიკასი (ლივერპული), გიორგიოს კირიაკოპულოსი (სასუოლო), პანტელის ხაციდიაკოსი (ალკმაარი), დიმიტრის იანულისი (ნორვიჩი).

ნახევარმცველები: ანდრეას ბუჰალაკისი, კოსტას ფორტუნისი, გიორგიოს მასურასი (სამივე – ოლიმპიაკოსი), ხარის მავრიასი (ომონია, კვიპროსი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი), ატანასიოს ანდრუცოსი (ატრიმიტოსი), პეტროს მანტალოსი (ათენის აეკ-ი)

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონი), ვანგელის პავლიდისი (ვილემ II), დიმიტრიოს ლიმნიოსი (კიოლნი), დიმიტრის პელკასი (ფენერბახჩე), გიორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო), ხრისტოს ცოლისი (პაოკ-ი), ანასტასიოს დუვიკასი (ვოლოსი)