საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი ოქტომბერში ლიტუუვას შეხვდება
საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი ოქტომბერში ლიტუუვას შეხვდება

ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე – ესტონეთის ეროვნული გუნდი, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა შვიდ ოქტომბერს ტალინის „ლე კოკ არენაზე“ გაიმართება.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ესტონეთს ლიეტუვასთან წელს ორჯერ უნდა ეთამაშა – მარტის ბოლოს და ივნისში (ბალტიის თასის ეგიდით), მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ტურნირი გაუქმდა. მატჩი შვიდ ოქტომბერს უეფას ეგიდით გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ მატჩზე ხალხის დაშვება უეფას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრას სექტემბერში, უეფას ერთა ლიგაზე, ხუთ სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ტალინში კარელ ვოოლაიდას გაწვრთნილებს ეთამაშებიან.

დატოვე კომენტარი