საქართველოს ნაკრების მეტოქე | ჩრდილოეთ ირლანდია იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფისთვის ემზადება #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდია 26 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი აღიარებს, რომ მეტოქე ფავორიტია, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი გამოწვევას გაუმკლავდება.
ო’ნილმა 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც იტალიას 26 მარტს ბერგამოში ესტუმრება.
„ჩვენი გუნდი რთული გამოცდის წინაშე დგას, რადგან ჯენარო გატუზოს გუნდი ფიფა-ს რეიტინგში 56 პოზიციით გვასწრებს. იტალიის ნაკრებში პრემიერლიგის ვარსკვლავები ჯანლუიჯი დონარუმა და სანდრო ტონალი თამაშობენ. ასევე, არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობს სერია A-ში – „ინტერში“, „ლაციოში“, „რომაში“, „ნაპოლიში“ და სხვა ცნობილ კლუბებში.
ჩვენს გუნდში კი 13 ფეხბურთელი ჩემპიონშიფიდანაა, ოთხი – პრემიერლიგიდან, დანარჩენები კი ლიგა 1-ში ან სხვა ჩემპიონატებში გამოდიან. თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მატჩი მოვიგოთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ.
ამჟამად ნაკრებშიც და კლუბშიც ვმუშაობ. რაც შეეხება მომავალს და ერთა ლიგის თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის იქით არ ვიყურები. ჩემი მიზანია, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიყვანო და სწორედ ამას შევეცდები“, – ამბობს ო’ნილი.