საქართველოს ნაკრების მეტოქე | ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT

14:29, 16.09.2025

ბულგარეთის ნაკრებში ილიან ილიევი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრ დიმიტროვმა შეცვალა, – ინფორმაციას Tema Sport-ი ავრცელებს.

„ბულგარეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ალექსანდრ დიმიტროვი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის წამყვანმა პირებმა და ოფიციალურად აღმასრულებელი კომიტეტი 24 სექტემბერს დაადასტურებს“, – განაცხადა საფეხბურთო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, გეორგი ივანოვმა.

ამგვარად, დიმიტროვი ნაკრებს პირველად 11 ოქტომბერს თურქეთთან შეხვედრაში უხელმძღვანელებს“, – წერია Tema Sport-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 18 ნოემბერს ესტუმრება. მატჩი სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი