საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა ყაზახეთი დაამარცხა (ვიდეო)

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან 8 ოქტომბრის მატჩამდე ბელარუსმა ბოლო მატჩი გამართა – მიხეილ მარხელის გუნდი ალმატისორტალიქ სტადიონზე“ ყაზახეთს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ერთა ლიგის C დივიზიონში ბელორუსის ნაკრებმა სექტემბერში პირველი მატჩი მინსკში ალბანეთთან ჩაატარა და წააგო (0:2). ამჯერად კი ყაზახეთს აჯობეს – გოლები მხოლოდ მეორე ტაიმში გავიდა. 53-ე წუთზე ბელორუსმა იგორ სტასევიჩმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა და მეკარის საჯარიმოს კუთხიდან მაქსიმ ბორდაჩოვმა ზუსტად დაარტყა. მან ეს გოლი იმ ჟესტით აღნიშნა, რომლითაც ბოლო დროს ბელორუსები ხელისუფლებისადმი პროტესტს გამოხატავენ.

ყაზახეთი არ დანებდა და 62-ე წუთზე ანგარიში სტუმართა მეკარე ალექსანდრე გუტორის შეცდომით გაათანაბრა – მას ბურთი ხელიდან გაუვარდა და აბატ აიმბეტოვმა ცარიელ კარში დაარტყა 1:2. გადამწყვეტი 86-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ყაზახმა გაფურჟან სუიუმბაევმა ბურთი მეკარის ნაცვლად ბელარუსების თავდამსხმელს, ვიტალი ლისაკოვიჩს ჩააბარა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:2 ბელორუსის სასარგებლოდ, რომელიც შემდეგ მატჩს თბილისში საქართველოს ნაკრების წინაღმდეგ ითამაშებს.