საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია tkt.ge-ზე 2 მარტს, 12 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს თამაშის, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

25 მარტი, 18:00

საქართველო – მონღოლეთი

28 მარტი, 20:00

საქართველო – ნორვეგია