საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლიდან“ წამოსული ჯაბა ჯიღაური კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბათუმელთა გენერალურმა სპონსორმა, არჩილ ბერიძემ დაგვიდასტურა.
„ჯაბა ჯიღაურს პირობებზე შევუთანხმდით და მასთან კონტრაქტი 2,5 წლით გავაფორმეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯაბა ჯიღაურს 2015 წლიდან იწვევენ და ფეხბურთელმა ჯვაროსნების მაისურით 10 მატჩი ჩაატარა.