საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი – ბათუმის „დინამოში“

22:17, 18.07.2019

საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლიდან“ წამოსული ჯაბა ჯიღაური კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბათუმელთა გენერალურმა სპონსორმა, არჩილ ბერიძემ დაგვიდასტურა.

„ჯაბა ჯიღაურს პირობებზე შევუთანხმდით და მასთან კონტრაქტი 2,5 წლით გავაფორმეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯაბა ჯიღაურს 2015 წლიდან იწვევენ და ფეხბურთელმა ჯვაროსნების მაისურით 10 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი