საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება, „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
აქამდე გუნდი 13 მოთამაშით ვარჯიშობდა. ახლა კი დარჩენილი ლეგიონერებიც შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესში 24-ვე ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მწვრთნელები – ვილი სანიოლი და ვინჩენცო მონტელა 3 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართვენ.
3 სექტემბრის განრიგი:
17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“
18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
20:00 | თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), საბა ხვადაგიანი („მაკაბი“ ნეთანია, ისრაელი);
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).