საქართველოს ნაკრები სკოპიეშია - დისკვალიფიცირებული კანკავა გუნდთანაა, კვარაცხელიაც მზადყოფნაშია
საქართველოს ნაკრები სკოპიეშია - დისკვალიფიცირებული კანკავა გუნდთანაა, კვარაცხელიაც მზადყოფნაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 12 ოქტომბერს ჩარტერული ავიარეისით ჩაფრინდა. უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე აღდგენით ვარჯიშს გამართავს.

ამ დროისთვის სკოპიეში ჩვენ გუნდში 24 ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც მომდევნო შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. ამის გამო, საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის შემადგენლობაში 23 ფეხბურთელი ეყოლება. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ვლადიმირ ვიასმა სომხეთთან მესამე ტურის შეხვედრაში დაასვენა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

13 ოქტომბერს ორივე ქვეყნის ეროვნული ნაკრები ივარჯიშებს ტოდორ პროესკის ეროვნულ სტადიონზე, სადაც მეორე დღეს გადამწყვეტი მატჩი გაიმართება.

უეფა-ს ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფს 5-5 ქულით ლიდერობენ ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო, რომელთა პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა. მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.