საქართველოს ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონზე მოედნის საფარი ახლა შეცვალეს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმის საფეხბურთო არენაზე:
2 სექტემბერი
საქართველო – კოსოვო
9 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი
11 ნოემბერი
საქართველო – შვედეთი
ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი წელს ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 8 ივნისს კი, ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხაგანური მატჩი შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის მატჩების სრული განრიგი:
ამხანაგური მატჩები
2 ივნისი
რუმინეთი – საქართველო
6 ივნისი
ნიდერლანდები – საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი
საქართველო – კოსოვო
5 სექტემბერი
ესპანეთი – საქართველო
9 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი
12 ოქტომბერი
კოსოვო – საქართველო
11 ნოემბერი
საქართველო – შვედეთი