საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა ახალ დარბაზში, „თბილისი არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

დანაკლისი

1 ივლისს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა ჩაატარა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ (66:79). ამ შეხვედრის წინ, მოთელვაზე ტრავმა მიიღო გოგა ბითაძემ და თამაშში მონაწილეობა ვერ შეძლო.

ბითაძე ვერც 4 ივლისის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გოგამ მუხლზე გამოკვლევა ჩაიტარა. მართალია, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მწვრთნელები არ გარისკავენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას მისცემენ, რათა კალათბურთელი სექტემბერში ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

 

ესპანეთი

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ ივლისის მატჩებისთვის საინტერესო შემადგენლობა დაასახელა.

საინტერესოა, რომ პირენეელთა გუნდში არ არიან ევროლიგის გუნდების წარმომადგენლები, მათ შორის „რეალისა“ და „ბარსელონას“ კალათბურთელები. ესპანეთის ნაკრებს თბილისში ვერც NBA-ის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

უკანახაზელები

ფერან ბასასი (ხუვენტუდი)

დარიო ბრისუელა (უნიკახა)

კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი)

ალბერტო დიასი (უნიკახა)

ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა)

ფორვარდები

ხაბერ ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია)

დანი დიესი (ბურგოსი)

ხონატან ბარეირო (უნიკახა)

ხოელ პარა (ხუვენტუდი)

მიკელ სალვო (გრან კანარია)

ცენტრები

ფრან გერა (ტენერიფე)

ხაიმე პადილია (ვალენსია)

სებასტიან საისი (ალმარკი, იაპონია)

იანკუბა სიმა (მანრესა)

 

ბოლოსწინა ტური

უკრაინა-საქართველო  79:66

საქართველო: მაკფადენი (22 ქ. 4 მ.), სანაძე (8 ქ. 3 მ.), ბოქოლიშვილი, შენგელია (21 ქ. 5 მ.), შერმადინი (7 ქ. 11 მ.); ანდრონიკაშვილი (4 ქ.), ჯინჭარაძე (2 ქ. 4 მ. 3 ჩ.), ბურჯანაძე (1 ქ. 5 მ.), ბერიშვილი (1 ქ.), ბაქრაძე.

უკრაინა: ტკაჩენკო (9 ქულა), ლუკაშევი (10), მიხაილუკი (9), კრუტუსი (3), ბობროვი (22), პეტროვი (8), პუსტოვოი (15), სენონი (7), სკაპინცევი (6), სიდოროვი (5)

 

ესპანეთი-ჩრდილოეთ მაკედონია 80:44

ესპანეთი: სებასტიან საიზი (19 ქულა), ჯონათან ბორეირო (11), იანკუბა სიმა (10)

ჩრ. მაკედონია: ანდრეი იაკიმოვსკი (14 ქულა, 6 მოხსნა), ბოიან კრისტევსკი (7), კრისტიან ნიკოლოვი (7)

 

სატურნირო მდგომარეობა

თ         მ          წ          სხვ      ქ

ესპანეთი               4          4          0          351:244           8

საქართველო        5          3          2          385:386           8

უკრაინა                 4          2          2          314:303           6

ჩრ. მაკედონია     5          0          5          305:422           5