საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები როტერდამში მიმდინარე, ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე მეოთხედფინალში ხორვატიის უძლიერეს ნაკრებთან დამარცხდა და სამწუხაროდ, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

პირველი მეოთხედი საქართველომ კარგად დაიწყო და მეტოქეს მინიმალური სხვაობითაც უგებდა, მაგრამ ხორვატებმა მალევე ორი ბურთის გატანა მოახერხეს და პერიოდი მათ სასარგებლოდ დაამთავრეს. მეორე მეოთხედში ხორვატიის ნაკრებმა თავისი კლასი ბოლომდე გამოავლინა, 6 ბურთის გატანა მოახერხა და შესვენებაზე დამაჯერებელი უპირატესობით გავიდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში, 6:15 დამარცხდა.

ხორვატია ნახევარფინალში გავიდა, სადაც მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი საბერძნეთი რუსეთისა და კანადას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი