საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს

20:00, 29.07.2026

29 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით, მალტაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, – ინფორმაციას საქართველოს გოლფის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტურნირში ევროპის 14 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოც.

საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: თორნიკე ბახტურიძე, პაატა ვარდიაშვილი, ზურაბ ედიბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გუნდის კაპიტანი – ანდრო შილაკაძე.

„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს. დღეს საკვალიფიკაციო შეხვედრები გაიმართება, ხვალ და ზეგ ქართველი სპორტსმენები თავის უშუალო მეტოქეებთან გააგრძელებენ ასპარეზობას, რომელთა ვინაობაც დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრების შედეგებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე“, – აღნიშნულია საქართველოს გოლფის ფედერაციის ინფორმაციაში.

მსგავსი